სამშენებლო–დეველოპერული კომპანია „ბალავარი“ სამშენებლო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, თუმცა მის დამფუძნებლებს, გუნდის ძირითად შემადგენლობასთან ერთად, სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.
დღეს ,,ბალავარს” თბილისის სხვადასხვა უბნაში 9 დასრულებული, 3 მიმდინარე და 2 დაგეგმილი პროექტი აქვს.

გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე “ბალავარის” ობიექტები მდებარეობს ახმეტელის მეტროს მიმდებარედ 500-600 მეტრის რადიუსში, ასევე ახლოს არის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო გასართობ, სავაჭრო, საკვებ თუ სხვა სახის ობიექტებთან („ახმეტელის თეატრი“, ,,კარფური”, „ფრესკო“, „“სითი მოლი“, “მაკდონალდსი”…)

2018 წლის ბოლოს „ბალავარმა“ მეტრო ,,ახმეტელთან“, კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროექტი დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსი ალ.გობრონიძის #7-ში მდებარეობს და ის ორ – A და B ბლოკს მოიცავს. პროექტის მშენებლობა ორ ეტაპად მიმდინარეობს. ის აერთიანებს: საცხოვრებელ სივრცეს, სარეკრეაციო ზონასა და პარკინგს. ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში დაცულია ყველა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი, მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელი უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის უძრავი ქონებით ხელმისაწვდომ ფასად.